ბოლქვაძის მარცხი ნახევარფინალში - წინ წყვილთა თანრიგის ფინალია
Aa
Aa

ბოლქვაძის მარცხი ნახევარფინალში - წინ წყვილთა თანრიგის ფინალია

გერმანიის ქალაქ ალტენკირჰენში ITF-ის ეგიდით ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 60 000 დოლარი გახლავთ. აღნიშნულ გათამაშებაში დღეს ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა და სამწუხაროდ მარიამ ბოლქვაძე ერთეულთა თანრიგში მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

მარიამი ბელგიელ გრეეტ მინენს შეხვდა. მატჩი 1 საათი და 53 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი გრეეტის გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ბეგიელმა ჩოგბურთელმა ბოლქვაძეს 3 ბრეიკი გაუკეთა და მარტივად გაიმარჯვა.

მეორე სეტი „ჩვენებურის“ უპირატესობით წარიმართა და 1-ბრეიკიანი უპირატესობით 6:4 მოიგო. მესამე სეტში მინენმა ორი ბრეიკი შეასრულა, მარიამმა კი მხოლოდ ერთი და სეტი ბელგიელის სასარგებლოდ 6:1 დასრულდა. სამწუხაროდ ბოლქვაძე ასპარეზობას გამოეთიშა, თუმცა წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა და მორიგი ტიტულის დაუფლებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ წყვილებში მარიამის პარტნიორი ბრიტანელი სამანტა მარეია. ქართულ/ბრიტანული დუეტი შვეიცარიულ წყვილს სიმონა უალტერს და სუზან ბენდეჰის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები