ბოლქვაძე - მარეის წყვილი  საერთაშორისო ტურნირის ფინალშია
Aa
Aa

ბოლქვაძე - მარეის წყვილი საერთაშორისო ტურნირის ფინალშია

გერმანიის ქალაქ ალტერკინჰენში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მარიამ ბოლქვაძე მონაწილეობს. გათამაშების პირველ წრეში ბოლქვაძემ მასპინძელ ანგელინა ვინგერს 2 სეტში ანგარიშით - 6-4 6-2 მოუგო, შემდეგ კი 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი ჯორჯიანა გარსია პერესის ბარიერიც გაიარა - 2-6, 6-4, 3-6.

ქართველი ჩოგბურთელისთვის წარმატებული გამოვიდა წყვილთა თანრიგიც -  სამანტა მარეისთან (WTA. 276) ერთად, ქართულ-ბრიტანულმა წყვილმა, მერვედფინალში საკმაოდ მარტივი გამარჯვება მოიპოვა (0-6, 2-6), მეოთხედფინალში კი იაპონელი იურიკო ლილი მიაზაკი და ნიდერლანდელი სუზან ლამენსი ასევე მარტივად დაამარცხა (0-2).

დაპირისპირება 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.

ფინალში ბოლქვაძისა და მისი მეწყვილეს მეტოქე გერმანული დუეტი იქნება - ნასტასია შუნკი და ჯულია მიდენდორფი.

საინტერესოა, რომ ერთეულთა თანრიგში, ნახევარფინალში, 18 თებერვალს, ბოლქვაძის მეტოქე კვლავ ნასტასია შუნკი იქნება, რომელიც 19 წლის არის და 299-ე ნომერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 საათი და 59 წუთი - ბოლქვაძე  საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია
1 საათი და 59 წუთი - ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია