მარგალიტი, რომელიც ომმა იმსხვერპლა - რა მდგომარეობაშია ეშერის სპორტული ბაზა
Aa
Aa

მარგალიტი, რომელიც ომმა იმსხვერპლა - რა მდგომარეობაშია ეშერის სპორტული ბაზა

რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Sports.ru-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც აფხაზეთში მდებარე სპორტულ ბაზას მიუძღვნა. უფრო სწორად, იმას, რაც მისგანაა დარჩენილი...

„შესაძლოა, არ იცოდეთ, მაგრამ ქალაქ სოჭიდან დაახლოებით 135 კილომეტრის მოშორებით, სსრკ-ის ოლიმპიური მემკვიდრეობის ძეგლი, ეშერის სპორტული ბაზა მდებარეობს. მას აეროდრომის ადგილას დაახლოებით 3 ათწლეულის განმავლობაში აშენებდნენ და აქ დიდი ტურნირებისთვის ბევრ ლეგენდარულ სპორტსმენს გაუვლია მომზადება. აქ მთელი წლის განმავლობაში სიმყუდროვე და სითბოა და ალბათ, მოსამზადებლად უკეთესი ადგილი არც არსებობდა.

იდეალური გარემო 90-იანი წლების დასაწყისში გაქრა. ახლა ლეგენდარული ბაზისგან მხოლოდ ნანგრევები და მოგონებებია დარჩენილი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, სპორტულ ბაზას, უფრო სწორად მის 10-სართულიან სასტუმროს, საბრძოლო მოქმედებების უმაღლეს წერტილად იყენებდნენ.

ეშერის სპორტული ბაზის ტერიტორია თითქმის 64 ჰექტარს მოიცავს და აქ ერთდროულად 3000 სპორტსმენს შეეძლო ვარჯიში. ინტერნეტმა შემოგვინახა ფოტო, რომელზეც ამ ბაზის სქემას კარგად ვხედავთ და ვხვდებით, რომ იგი ნამდვილ ქალაქს წააგავდა. ეშერის სპორტულ ბაზაზე 5 საფეხბურთო მოედანი (მათ შორის ხელოვნურსაფარიანი მოედნებიც იყო), ფრენბურთისა და კალათბურთის დარბაზები, ტანვარჯიშის კომპლექსი, ბადმინტონისა და ხელბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, სარბენი ბილიკი, რამდენიმე აუზი (ერთ-ერთი ღია ცის ქვეშ), ველოტრეკი და ავტოფარეხი, რომელშიც 40 მანქანა ეტეოდა, სპეციალური მოედანი მშვილდოსნობისთვის და მინი-გოლფისთვის, აუზები, დასასვენებელი კოტეჯები, ბენზინგასამართი სადგურები და რა თქმა უნდა, საცეკვაო დარბაზი იყო.

ამ სპორტულ ბაზაზე მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, სვეტლანა გლადიშევა სიყვარულით გვიყვება: „ეს მარგალიტია, რომელშიც კოლოსალური თანხები ჩაიდო. ომისას მასზე ფრონტის ხაზი გადიოდა. ერთ მხარეს ქართველები იდგნენ, მეორე მხარეს - აფხაზები. გუმისთას მდინარე ფრონტის ხაზი გახლდათ, ბაზა კი უმაღლესი წერტილი იყო, საიდანაც დაკვირვების განხორციელება შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, მას სერიოზული ზიანი მიადგა და ვფიქრობ, მისი აღდგენა შეუძლებელია“.

ეშერის სპორტული ბაზის აღდგენა ბევრი მიზეზის გამოა შეუძლებელი, რომელთა შორის ფინანსებთან და კონფლიქტის ზონასთან დაკავშირებული პრობლემების გამოყოფა შეგვიძლია...

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის აღიარება - გიოს შანსი აქვს თვის MVP გახდეს
შერმადინის აღიარება - გიოს შანსი აქვს თვის MVP გახდეს