ეშლი ბარტიმ AUS Open-ი სეტის წაუგებლად მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის გამარჯვებული გამოვლინდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ ამერიკელ დანიელ კოლინზს ორ სეტში 6:3, 7:6 (7-2) მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ბარტიმ მთელი ტურნირი სეტის წაუგებლად განვლო და ძალიან დამაჯერებელი ჩოგბურთი შემოგვთავაზა.
25 წლის ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში მე-3 დიდი სლემია.
1 საათსა და 29 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში მეორე სეტი ძალიან დრამატულად წარიმართა. ბარტი 1:5-ს აგებდა, თუმცა საოცარი „ქამბექი“ შემოგვთავაზა.
ეშლი ბარტი 44-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ავსტრალიელი ქალი გახდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის მოგება შეძლო. აქამდე ეს 1978 წელს კრისტინ ო’ნილს ჰქონდა გაკეთებული.
Win a Grand Slam on home soil? Completed it mate ????????????@ashbarty defeats Danielle Collins 6-3 7-6(2) to become the #AO2022 women’s singles champion.
— #AusOpen (@AustralianOpen) January 29, 2022
????: @wwos • @espn • @eurosport • @wowowtennis #AusOpen pic.twitter.com/TwXQ9GACBS
შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის AUS Open-ის ფინალი ხვალ გაიმართება. ჩემპიონობისთვის რაფაელ ნადალი და დანილ მედვედევი იბრძოლებენ.