ჩხუბი და ემოციური მომენტი -  გარდაცვლილი დედის შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელი ატირდა
Aa
Aa

ჩხუბი და ემოციური მომენტი - გარდაცვლილი დედის შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელი ატირდა

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს „ლეჩე“ და „ვიჩენცა“ (2:1) ხვდებოდნენ, ერთი ინციდენტი მოხდა, რომელმაც ევროპული პრესის ყურადღება მიიქცია.

ინციდენტი „ლეჩეს“ სლოვენიელ ფეხბურთელ ზან მაიერსა და „ვიჩენცას“ იტალიელ ფორვარდ რიკარდო მეჯორინის შორის მოხდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში მაიერმა მეჯორინის დედას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იტალიელმა ტირილი დაიწყო და მოედანი დატოვა. გუნდის კაპიტანმა ფაბიო ლუჩინოიმ მისი დამშვიდება სცადა.

საქმე იმაშია, რომ მეჯორინის დედა ცოტა ხნი წინ გარდაეცვალა. მეჯორინიმ იმ მომენტში მაიერს ასე უპასუხა:

„დედაჩემი რა შუაშია? პატივისცემა გამოიჩინე“.

მატჩი დასრულების შემდეგ, მაიერმა მეჯორინის ბოდიში საჯაროდ მოუხადა:

„ზოგჯერ მოედანზე იმას ვამბობთ, რასაც არ ვფიქრობთ. ეს მხოლოდ დაპირისპირებისა და ნერვიულობის გამო ხდება. მინდა მეჯორინის ბოდიში მოვუხადო“.

ამის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მეჯორინის კომენტარიც გამოჩნდა:

„ცრემლები? ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო. შემდეგ მე მათი ერთ-ერთი მოთამაშისთვის ხელის კვრას ვაპირებდი, რადგან მოედნის ცენტრში დაპირისპირება იყო. მას ხელი ვუბიძგე, რათა მეტად აღარ ეჩხუბათ და კონფლიქტი დასრულებულიყო.

ყველაფერი კარგი რაც ჩემშია დედამ მასწავლა. ფეხბურთელი მის მიერ გაღებული მსხვერპლის გამო ვარ.

როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს მე ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან მატჩის შემდეგ ბოდიში მოედანზევე მომიხადა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ
„მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ" - სანიოლი კანკავას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა