ჰამბურგი გულშემატკივარს ქართულად მიესალმა
Aa
Aa

ჰამბურგი გულშემატკივარს ქართულად მიესალმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ჰამბურგში გააგრძელებს. კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და დაწერა, რომ იჯარა 2022 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

ქართველი გულშემატკივარი სიახლეს განსაკუთრებული აქტიურობით შეხვდა, რაც კლუბის სოციალურ მედიას არ გამორჩენია:

ახალი გულშემატკივარი ყოველთვის მისასალმებელია, - დაწერა კლუბმა ქართულად.

ბოლო პერიოდში გენტის მთავარი მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელს აღარ ენდობოდა და მეტიც, გააკრიტიკა. ჰაზენჰატლის თქმით, გიორგის მიცემული სათამაშო დრო სწორად უნდა გამოეყენებინა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, კონფერენს ლიგის 3 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ხოლო ბელგიის თასზე თანაგუნდელებს გოლითა და 2 საგოლე პასით დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება
სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება