Macron: ახალი ეკიპირება ხაზს გაუსვამს საქართველოს ნაკრების ისტორიას, სიმბოლოებსა და ფერებს
Aa
Aa

Macron: ახალი ეკიპირება ხაზს გაუსვამს საქართველოს ნაკრების ისტორიას, სიმბოლოებსა და ფერებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა.

სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო 6 წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.

,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მაკრონში იდეალური პარტნიორი იპოვა: ვნება და სულისკვეთება არის უამრავი ღირებულებიდან ის მთავარი, რომელსაც იტალიური ბრენდი იზიარებს. 

მაკრონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას  მაღალი ხარისხის პროდუქტს მიაწვდის, რომელიც ექსკლუზიურად იქნება შექმნილი. ახალი ეკიპირება ხაზს გაუსვამს საქართველოს ნაკრების ისტორიას, სიმბოლოებსა და ფერებს", - წერს მაკრონის ვებგვერდი.

მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს უზრუნველყოფს.
 
ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება და ანალოგიური ფორმით საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები ითამაშებს.
 
მაკრონი იტალიური ბრენდია, რომელიც 1971 წელს დაარსდა. კომპანიის მიერ წარმოებული ეკიპირებით UEFA-ს წევრი 7 ნაკრები ასპარეზობს. მაკრონი არაერთი ევროპული კლუბის ტექნიკური სპონსორია. მათ შორის არიან: ლაციო, ბოლონია, ჰელას ვერონა, სამპდორია, უდინეზე, სტოკ სიტი, ბლექბერნ როვერსი, რეალ სოსიედადი, კადისი.
 
მაკრონი UEFA-ს სამსაჯო ეკიპირების ოფიციალური სპონსორიც გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე: ,,როდესაც მილანში ჩავდივარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში
კალაძე: ,,როდესაც მილანში ჩავდივარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში"