"სპურსი" "ჰიუსტონს" გაექცა
10 მაისს, NBA-ს ფლეი-ოფის მორიგი და ძალიან საინტერესო მატჩი ჩატარდა.
"სან ანტონიომ" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 110:107 იმარჯვა.
"სპურსს" კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 20 ქულა მოაგროვა პეტი მილსმა. თუმცა მატჩის მოგება უფრო მეტად მანუ ჯინობილის დამსახურება იყო, რომელმაც ჯერ ძირითად დროში ანგარიში გაათანაბრა - 101:101. შემდეგ კი, ოვერტაიმში ჰარდენს ბოლო წამებზე ტყორცნა დაუფარა.
"ჰიუსტონიდან" სამმაგი დუბლით ჯეიმს ჰარდენი უნდა გამოვყოთ, რომელმაც 33 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა აქტივში.
ამ მოგებით "სპურსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა.