ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს - ავსტრალიის მთავრობას მისი დეპორტაცია სურს
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს - ავსტრალიის მთავრობას მისი დეპორტაცია სურს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი კიდევ ერთხელ დააკავეს. ამ ინფორმაციას, „ნოლეს“ მამაზე დაყრდნობით, ქსენია პავლოვიჩ მაკატირი ავრცელებს.

რამდენიმე წუთის წინ, ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო და მოსამართლე ენტონი კელის მიხედვით, „ნოლეს“ ვიზის ანულირების გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო და სერბი ჩოგბურთელი საკარანტინო სასტუმროდან დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ. სასამართლოს ვერდიქტის მიუხედავად, ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა სერბი ჩოგბურთელი მაინც დააკავეს და მისი დეპორტაცია სურთ.

ცნობისთვის, მთავრობის წარმომადგენელმა ადვოკატებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიიღოს პირადი გადაწყვეტილება და „ნოლეს“ ვიზა გაუუქმოს. ამ შემთხვევაში, სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლა 3 წლით აეკრძალება. უცხოური პრესა აქტიურად წერს, რომ ავსტრალიის მთავრობა უდიდესი ალბათობით, სწორედ ამ ზომას გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი დაგვიანებით დაიწყო. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ბევრ ადამიანს მოუნდა, რის გამოც სერვერები გადაიტვირთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BREAKING - ნოვაკ ჯოკოვიჩმა საქმე მოიგო, მაგრამ შესაძლოა, ტიტული მაინც ვერ დაიცვას
BREAKING - ნოვაკ ჯოკოვიჩმა საქმე მოიგო, მაგრამ შესაძლოა, ტიტული მაინც ვერ დაიცვას