„მეტი რა უნდა გაეკეთებინა
Aa
Aa

„მეტი რა უნდა გაეკეთებინა" - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ავსტრალიაში მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. „ნოლეს“ ადვოკატებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ მათმა კლიენტმა სამართალდამცველებს ყველა დოკუმენტი წარუდგინა, რომლებიც ადასტურებდა, რომ სამედიცინო მიზეზების გამო მისი შემთხვევა გამონაკლისი იყო.

ჯოკოვიჩის ადვოკატმა, ნიკ ვუდმა აღნიშნა, რომ ავსტრალიელი სამართალდამცველები ნოვაკს უსამართლოდ მოექცნენ და „ნოლეს“ წარმომადგენლების პოზიცია მოსამართლე ენტონი კელიმაც გაიზიარა. ამ უკანასკნელმა მთავრობის ინტერესების დამცველ ადვოკატებს ასეთი კითხვით მიმართა: „მეტი რა უნდა გაეკეთებინა?“

BBC-ის ინფორმაციით, სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს და ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. არგუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა ავსტრალიის დროით 17:00-ია (თბილისის დროით 10:00), მაგრამ ვერდიქტი შესაძლოა, ცნობილი ხვალ გახდეს.

საინტერესოა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, მოსამართლემ მოითხოვა, ჯოკოვიჩს სასტუმრო დაეტოვებინა და იგი სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ცალკე აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ბევრ ადამიანს მოუნდა, რის გამოც სერვერები გადაიტვირთა და პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავსტრალიის ღია პირველობა - გორგოძემ 3 სეტში იმარჯვა, ბოლქვაძე დამარცხდა
ავსტრალიის ღია პირველობა - გორგოძემ 3 სეტში იმარჯვა, ბოლქვაძე დამარცხდა