ავსტრალიის ღია პირველობა - გორგოძემ 3 სეტში იმარჯვა, ბოლქვაძე დამარცხდა
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობა - გორგოძემ 3 სეტში იმარჯვა, ბოლქვაძე დამარცხდა

დღეს, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და ძირითად ბადეში მოსახვედრად ბრძოლა ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა დაიწყო. მარიამ ბოლქვაძე რუმინელ ირინა მარია ბარას დაუპირისპირდა, ხოლო ეკო კორგოძე შვეიცარიელ ლეონი კუნგს გაეჯიბრა.

სამწუხაროდ, ბოლქვაძემ პირველი რაუნდი ვერ გადალახა და 2 სეტში დამარცხდა. მარიამმა პირველ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო - 1:6, მეორე პარტიაში კი მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მაინც წააგო - 4:6.

ძირითად ბადეში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა ეკო გორგოძემ. ქართველ ჩოგბურთელს კუნგის წინააღმდეგობის დასაძლევად სამი სეტი დასჭირდა - 6:3, 1:6, 6:3. ეკომ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და მისი მომდევნო მეტოქე კიმბერლი ბირელი გახლავთ.

ცნობისთვის, ავსტრალიელი ჩოგბურთელი მსოფლიოს 740-ე ჩოგანია და მეოთხედფინალში ასპარეზობას მარინა მელნიკოვა გამოთიშა. ეკო მას პირველად ხვდება და მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 03:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტუაცია უფრო დამძიმდა - მესი პოჩეტინოს ზარებს არ პასუხობს
სიტუაცია უფრო დამძიმდა - მესი პოჩეტინოს ზარებს არ პასუხობს