ბასილაშვილმა მატჩი შეწყვიტა - საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილმა მატჩი შეწყვიტა - საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა

ATP Cup-ის D ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდა და სასურველ შედეგს ვერც ამჯერად მიაღწია. საქართველოს ნაკრების მხრიდან, პირველი კორტზე ალექსანდრე მეტრეველი გავიდა, რომელიც მიხაილ პერვოლარაკისს გაეჯიბრა.

შეხვედრა ბერძენი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და მსოფლიო რეიტინგის 399-ე ჩოგანმა 2 სეტში, 6:3, 6:2 იმარჯვა. მეტრეველისა და პერვოლარაკისის შეხვედრის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო მატჩი დაიწყო და საუკეთესოს ვინაობის გასარკვევად ერთმანეთს სტეფანოს ციციპასი და ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდნენ.

სამწუხაროდ, ნიკამ თამაში პირველივე სეტში შეწყვიტა, როცა ციციპასი 4-1-ს იგებდა. ბასილაშვილს მატჩის გაგრძელებაზე უარის თქმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია და გამარჯვება ციციპასს ერგო.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. წყვილებს შორის ალექსანდრე ბაქშიმ და ალექსანდრე მეტრეველმა სამ სეტიან ბრძოლაში სტეფანოს ციციპასსა დამიშელ პერვოლარაკისს 4:6 6:3 16:14 მოუგეს.ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საქართველომ D ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია
„დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია" - ბორდალასმა მამარდაშვილზე ისაუბრა