ATP Cup: ბასილაშვილი დაბრუნდა და ციციპასს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ATP Cup: ბასილაშვილი დაბრუნდა და ციციპასს დაუპირისპირდება

2022 წლის ATP Cup საქართველოსთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ეს ფაქტი მეტწილად ნიკოლოზ ბასილაშვილის ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობამ გამოიწვია. საქართველოს პირველმა ნომერმა პოლონეთთან დაპირისპირება გამოტოვა.

სასიხარულო ის გახლავთ, რომ ბასილაშვილმა ძალები აღიდგინა და ბოლო ტურში საბერძნეთის წინააღმდეგ იასპარეზებს. ნიკოლოზი მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება. მატჩი 5 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 12:00-დან აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ზე ნიკოლოზი პირველ ტურში გამოცდილ დიეგო შვარცმანს შეხვდა. სამწუხაროდ „ჩვენებური“ მარტივად 1:6 2:6 დამარცხდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბასილაშვილმა მეორე ტური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვა. ნიკოლოზი ჰუბერ ჰურკაჩს უნდა დაპირისპირებოდა. მის ნაცვლად ალექსანდრე მეტრეველმა ითამაშა და სამ სეტში 7:6, 3:6 1:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი VS ციციპასი

ეს მოთამაშეები ერთმანეთს ისტორიაში სამჯერ შეხვდნენ. სამწუხაროდ ბერძენი ჩოგბურთელი ორი გამარჯვებით წინ არის, თუმცა უკანასკნელი შეხვედრა გასულ წელს ინდიან უელსის მასტერსზე შედგა და ნიკოლოზმა მეტოქე მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ხსენებულ ტურნირზე 29 წლის ქართველი ფინალშიც გავიდა და ისტორიული ფაქტის დაფიქსირება შეეძლო, თუმცა სამწუხაროდ კამერუნ ნორისთან ვერაფერი გააწყო და შეხვედრა სამ სეტში 6:3, 4:6, 1:6 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები