ჯოკოვიჩმა დაადასტურა - ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა დაადასტურა - ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს და ტიტულს დაიცავს. „ნოლემ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქომაგებს აუწყა, რომ წლის პირველი დიდი სლემი მის გარეშე არ ჩაივლის.

„ახალ წელს გილოცავთ! ჯანმრთელობას, სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ და დაე, სიყვარული და პატივისცემა ამ საოცარი პლანეტის ყველა ცოცხალი არსებისადმი გეგრძნოთ. საჩოგბურთო შესვენებისას ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად საოცარი დრო გავატარე და ახლა ავსტრალიაში მივემგზავრები“.

ჯოკოვიჩის თქმით, მან ტურნირის ორგანიზატორებისგან Covid-19-ის ვაქცინისგან სამედიცინო გამონაკლისის სტატუსი მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, სერბი ჩოგბურთელი სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია და საკუთარი პოზიცია საჯაროდ რამდენჯერმე დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და „ნოლეს“ ეს ტურნირი მოგებული 9-ჯერ აქვს. ჯოკოვიჩთან ერთად, მელბურნში რაფაელ ნადალიც იასპარეზებს, ხოლო როჯერ ფედერერი დიდ სლემს ტრავმის გამო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ხვიჩა ტოპ 10-შია
რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ხვიჩა ტოპ 10-შია