ზედიზედ მეორე მარცხი - ATP Cup 2022-ზე პოლონეთმა საქართველოს სძლია
Aa
Aa

ზედიზედ მეორე მარცხი - ATP Cup 2022-ზე პოლონეთმა საქართველოს სძლია

ATP Cup 2022-ზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი პოლონეთთან 0:3 დათმო. კამილ მაიხშაკმა საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრე ბაკში ორ სეტში 6:1, 6:1 დაამარცხა.

ალექსანდრე მეტრეველმა მსოფლიოს მე-9 ჩოგანი ჰუბერტ ჰურკაჩი პირველ სეტში 7:6 დაამარცხა, ტაიბრეიკზე 7:5 სძლია. მეორე სეტში პოლონელმა 6:3 მოიგო, მესამე სეტი კი ასევე პოლონელის გამარჯვებით 6:1 დასრულდა.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტმა სიმონ ვალკოვი და იან ზელინსკი ორ სეტში 7:6 დაამარცა, ქართველებმა ტაიბრეიკზე 7:2 მოიგეს, თუმცა მეორე და მესამე სეტი პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა - 6:2, 10:6.

ATP Cup 2022-ზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი არგენტინასთან გამართა და 0:3 დამარცხდა. ფედერიკო დელბონისმა ალექსანდრე მეტრეველი ორ სეტში 6:1, 6:2 დაამარცხა. ანალოგიური შედეგით დასრულდა დიეგო შვარცმანისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპირისპირება, სამხრეთამერიკელმა 6:1, 6:2 სძლია ქართველ ოპონენტს. რაც შეეხება წყვილთა დაპირისპირებას, მაქსიმო გონსალესმა და ანდრეს მოლტენიმ საბა ფურცელაძე და ზურა ტყემალაძე 6:1, 6:2 დაამარცხეს. ასე რომ, სამივე დაპირისპირება არგენტინელმა ჩოგბურთელებმა იდენტური ანგარიშით მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები