პრემიერ ლიგის ფეხბურთელები შიშობენ რომ გულის პრობლემები შესაძლოა ვაქცინას უკავშირდებოდეს
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ფეხბურთელები შიშობენ რომ გულის პრობლემები შესაძლოა ვაქცინას უკავშირდებოდეს

პრემიერ ლიგის ფეხბურთელები შიშობენ, რომ შესაძლოა, გულის პრობლემები Covid-19-ის ვაქცინით იყოს გამოწვეული. ბოლო პერიოდში გულის პრობლემები მაღალ დონეზე მოასპარეზე რამდენიმე მოთამაშეს ჰქონდა, რომელთა შორის კრისტიან ერიქსენი და სერხიო აგუერო იყვნენ, და ამან შეთქმულების თეორიები გააღვივა.

New York Times-ის ინფორმაციით, ფეხბურთელები ეჭვობენ, რომ გულის პრობლემები შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს უკავშირდება, Express კი გვაუწყეს, რომ ცეცხლს ნავთი იმ მოთამაშეებმა დაასხეს, რომლებსაც კარიერა დასრულებული აქვთ.

ბრიტანული გამოცემა ორ ფეხბურთელსაც ასახელებს და ყურადღებას მეტ ლე ტისიესა და ტრევორ სინკლერზე ამახვილებს. Express-ის მიხედვით, ლე ტისიემ მოითხოვა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყონ, აქვს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და გულის პრობლემებს რაიმე საერთო.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე ტესტირების ბოლო რაუნდმა პრემიერ ლიგაში Covid 19-ის 90 ახალი შემთხვევა გამოავლინა. კორონავირუსის გავრცელების გამო მწვრთნელები და ფეხბურთელები სეზონის შეჩერებას ითხოვენ, მაგრამ კლუბები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სათქმელია ისიც, რომ „ინტერის“ პრეზიდენტის, ჯუზეპე მაროტას მიხედვით, ერიქსენს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფას განახლებული რეიტინგი - საქართველოს ნაკრების წინსვლა
ფიფას განახლებული რეიტინგი - საქართველოს ნაკრების წინსვლა