იბრაჰიმოვიჩი:
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: "მილანში მთელი ცხოვრება მსურს დარჩენა"

შვედეთის ნაკრების და „მილანის“ ლეგენდარულ თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება. იბრას სურს, რომ „როსონერიში“ კიდევ დიდ ხანს დარჩეს. ამასთან დაკავშირებით ზლატანმა იტალიურ ტელევიზიასთან ისაუბრა.

იბრაჰიმოვიჩი:

„მინდა რომ ფეხბურთი, რაც შეიძლება დიდ ხანს ვითამაშო. ამას ვაპირებ კიდეც. სანამ ადრენალინი და შესაძლებლობა მექნება არ გავჩერდები. „მილანზე“ ზეწოლას მოვახდენ და ვიტყვი, რომ ამ კლუბში მთელი ცხოვრება მსურს დარჩენა და ამის იმედიც მაქვს. მე ჯერ კიდევ მაქვს მიზნები, რომელთა მიღწევაც შემიძლია და მინდა კიდევ ერთი სკუდეტო მოვიგო.

ჯერ არ ვიცი კარიერის დასრულების შემდეგ რას გავაკეთებ, ამიტომ გაჩერება ცოტა მაშინებს. ყველაფერს მომავალი დაგვანახებს. ახლა მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობ. კარგი იქნებოდა დანიელე მალდინის შვილთან ერთადაც მეთამაშა. ასეთ დონეზე მოზღვავებული ადრენალინი მტოვებს. ყველაფრის გასაღები სწორედ ეს არის.

იბრა მიმდინარე სეზონში

40 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ტრავმები აწუხებდა, თუმცა მსუყე სტატისტიკა მაინც დააგროვა. ზლატანმა ყველა ტურნირზე ერთად „მილანის“ მაისური 12-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები