შედეგიანი ფრე ბათუმში - დინამომ ჩემპიონის ფარი ჩაიბარა
Aa
Aa

შედეგიანი ფრე ბათუმში - დინამომ ჩემპიონის ფარი ჩაიბარა

Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და გულშემატკივრებმა ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს.

მატჩი აქტიურად საქართველოს ახალმა ჩემპიონებმა დაიწყეს. გეგუჩაძის გუნდი ბევრს უტევდა და ანგარიში ნიგერიელმა ლეგიონერმა ტეიდმა 23-ე წუთზე გახსნა. ბურთს ძირითადად ბათუმელები აკონტროლებდნენ და გორელები კონტრ-შეტევაზე თამაშობდნენ.

ერთ-ერთი მცდელობის დროს, კონკრეტულად კი 56-ე წუთზე „დილამ“ ანგარიში გაათანაბრა. თავი ვანდერსონმა პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა. „დინამოსთვის“ ფრე მიუღებელი იყო და ზეწოლა გააძლიერა. გიორგი ფანცულაია ბევრს აქტიურობდა, თუმცა შეტევის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა უჭირდა.

67-ე წუთზე ჩაბრაძემ ბათუმის „დინამო“ დააწინაურა. ტრიბუნაზე გულშემატკივარი ბედნიერი იყო, თუმცა 72-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და მასპინძლებმა ბოლო ტურში ვერ გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. გია გეგუჩაძის გუნდმა 36 მატჩიდან 21 მოიგო, 3 წააგო და 12-ჯერ ფრეს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში არცერთი დაპირისპირება არ წააგო.

ისტორიული კადრები - ბათუმის "დინამომ" ჩემპიონის ფარი აღმართა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები