კაკაბაძის საოცარი გოლი - კრაკოვიამ გვილიას რაკუვი დაამარცხა
Aa
Aa

კაკაბაძის საოცარი გოლი - კრაკოვიამ გვილიას რაკუვი დაამარცხა

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში, ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ. ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ ვაკო გვილიას „რაკუვს“ დაუხვდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი ოთარ კაკაბაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნა. კაკაბაძემ მეტოქის კარი ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით აიღო და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბურთი შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში არც ერთ ქართველს დაუწყია. კაკაბაძე თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და ლოშაი ჩაანაცვლა, გვილია კი მოედანზე 75-ე წუთზე გავიდა და პოლეტანოვიჩი შეცვალა.

„რაკუვთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „კრაკოვიას“ 20 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილს იკავებს. გვილიას გუნდს რაც შეეხება, „რაკუვი“ მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა და 26 ქულით მე-4 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები