გია გეგუჩაძე: ,,საქმის მიმართ აზაროვის დამოკიდებულება გამოსარჩევია
Aa
Aa

გია გეგუჩაძე: ,,საქმის მიმართ აზაროვის დამოკიდებულება გამოსარჩევია"

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. ამჯერად, გადაცემის სტუმარი დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე იყო, რომელმაც გუნდის მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა.

გეგუჩაძის თქმით, ირაკლი ნამდვილი პროფესიონალია და თითოეული ვარჯიშისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

,,ჩემი ფეხბურთელების გამოსვლას ეროვნული ნაკრების რიგებში დადებითად შევაფასებდი, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეროვნულ ნაკრებში ყველაზე დიდი დატვირთვა მაინც ირაკლი აზაროვს მოუწია.

საქმის მიმართ აზაროვის დამოკიდებულება გამოსარჩევია. როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, გუნდში თანაგუნდელები უდიდეს პატივს სცემენ. ირაკლი ჩვენს პატივისცემასაც იმსახურებს, რადგან ნებისმიერი მატჩისა და ვარჯიშისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ეს მას დადებითად ახასიათებს. მაქვს იმედი, რომ ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს, უბრალოდ, არ მინდა შექებით ძალიან დავტვირთო, რადგან ალბათ, თავადაც ხედავს, რომ მის გარშემო გარკვეული აჟიოტაჟია".

ირაკლი აზაროვმა დინამო ბათუმის მაისურით მიმდინარე სეზონში, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და მიმდინარე სეზონში გუნდის შეუცვლელი რგოლი გახდა.

მარცხენა მცველმა აჭარული კლუბის მაისურით რანგით უმაღლეს ლიგაში 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"