,,არ ვიცი, ამ გამარჯვებებში რომელს მეტი როლი ეკისრება -  გულშემატკივარს თუ ფეხბურთელებს
Aa
Aa

,,არ ვიცი, ამ გამარჯვებებში რომელს მეტი როლი ეკისრება - გულშემატკივარს თუ ფეხბურთელებს"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში გია გეგუჩაძის დინამო ბათუმმა თელავს უმასპინძლა და ანგარიშით - 2-0 დაამარცხა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი კი ცვლილებაზე გამოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა შეასრულა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში დინამო ბათუმი სამგურალს სტუმრად, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ნოემბერს შედგება და სტარტს 13:30 საათიდან აიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ დინამო ბათუმი მინიმუმ 1 ქულის მოპოვებას შეძლებს,  ისტორიაში პირველ ჩემპიონობას იზეიმებს.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. ამჯერად, გადაცემის სტუმარი დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე იყო:

,,ჩემი ფეხბურთელების გამოსვლას ეროვნული ნაკრების რიგებში დადებითად შევაფასებდი, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, რომ ის ტენდენცია, რომელიც სანიოლის მოსვლისთანავე დაიწყო - ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელების მიწვევის, შემდეგიც აუცილებლად გაგრძელდება.

წინ ძალიან რთული შეხვედრები გველის. სამგურალს ქულები კიდევ სჭირდება, ამიტომ მოლოდინი, რომ მარტივი შეხვედრა გველის, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. ბრძოლისთვის ვემზადებით. როგორც იცით, მანამდე, თასზე, საბურთალოს წინააღმდეგ გვიწევს შეხვედრა. ეს ნახევარფინალური მატჩიც ძალიან ძნელი იქნება. რთული განრიგი გვაქვს.

არაერთხელ მითქვამს, რომ ბათუმში გულშემატკივრით განსაკუთრებულად განებივრებულები ვართ. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. თუკი ვინმე ისჯებოდა, როდესაც ტრიბუნაზე მაყურებელი არ დაიშვებოდა, ეს სწორედ ჩვენი გუნდი იყო. ეს ფაქტორი დამატებითი სტიმული და ძალების მომცემია. ერთობა გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს შორის, საგრძნობია. არ ვიცი, ამ გამარჯვებების მოპოვებაში რომელს მეტი როლი ეკისრება - გულშემატკივარს თუ ფეხბურთელებს.

ფაქტია, გასულ მატჩებში ბათუმელი გულშემატკივარი ეროვნულ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებსაც დაეხმარა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"