''აბურჯანიასთვის ნაკრებში გამოძახება საზიანოა'' - ჟილ ვისენტეს მწვრთნელი ქართველზე
Aa
Aa

''აბურჯანიასთვის ნაკრებში გამოძახება საზიანოა'' - ჟილ ვისენტეს მწვრთნელი ქართველზე

''ჟილ ვისენტეს'' მთავარმა მწვრთნელმა რიკარდუ სუარეშმა პორტუგალიურ მედიასთან გიორგი აბურჯანიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აბურჯანიას მცირე სათამაშო დროს ორი ფაქტორი განაპირობებს: ნაკრებში გამოძახება, რაც საკლუბო ვარჯიშებისგან მოწყვეტას ნიშნავს და ''ჟილ ვისენტეში'' არსებული დიდი კონკურენცია.

''გიორგი აბურჯანია ის ფეხბურთელია, რომელსაც ვენდობი, ის კარგი მოთამაშეა. როცა ნაკრებში იწვევენ, ეს მისთვის და კლუბისთვის პრობლემად იქცევა, რადგან სავარჯიშო პროცესის გაცდენა უწევს.

როცა გიორგი ჩვენს გუნდში მოვიდა, დიდებულად იმუშავა იმისთვის, რომ კარგად გაეგო თუ რას ვითხოვდით მისგან, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნაკრებში გამოძახება მისთვის ზიანის მომტანია. სათასო დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად 15 დღე გვქონდა, თუმცა აბურჯანია ჩვენთან არ იყო.

სანაკრებო მატჩების შემდეგ პორტუგალიაში დასაბრუნებლად 8-საათიანი ფრენა ჰქონდა. მისთვის აღდგენითი ვარჯიშების გეგმის შედგენა მოგვიწია. გარდა ამისა, გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, ''ჟილ ვისენტეში'' კონკურენციაა. ეს იყო მიზეზი განაპირობებს იმას, რომ მას მცირე სათამაშო დრო აქვს''.

26 წლის გიორგი აბურჯანია ''ჟილ ვისენტეს'' მოთამაშე გასულ ზაფხულში გახდა. მან პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 1 გოლი შეაგდო, მე-6 ტურში ''ბელენენსეშის'' დამატებულ წუთზე გაუტანა და ''ჟილ ვისენტე'' მარცხისგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები