კაჭარავას საგოლე გადაცემა - ანორთოსისმა ფლორას ვერ მოუგო
Aa
Aa

კაჭარავას საგოლე გადაცემა - ანორთოსისმა ფლორას ვერ მოუგო

კონფერენს ლიგაზე ფლორასა და ქართველი ლეგიონერების ანორთოსისის მატჩი შედგა. შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და ფრედ, ანგარიშით - 2-2 დასრულდა. 

მიმდინარე კონფერენს ლიგაზე ქართველი სპეციალისტის, თემურ ქეცბაიას გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. 4 მატჩის შემდეგ, ანორთოსისს მხოლოდ 2 ქულა აქვს და B ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს (0 გამარჯვება, 2 ფრე, 2 მარცხი).

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანორთოსისმა ესტონურ გუნდს პირველ ნახევარში, 29-ე და 33-ე წუთებზე გაუტანა. მეორე გოლში მონაწილეობა მიიღო ნიკა კაჭარავამ, რომელის შედეგიანი გადაცემით ანორთოსისის უპირატესობა ორამდე გაიზარდა.

მიუხედავად ორბურთიანი სხვაობის, მერე ტაიმში ფლორამ ბოლომდე იბრძოლა და დაახლოებით 3 წუთში, 55-ე და 58-ე წუთებზე ანორთოსისის კარის აღება შეძლო.

ქართველი ლეგიონერებიდან ამჯერად თემურ ქეცბაია მხოლოდ ნიკა კაჭარავას ენდო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, გიორგი ლორია განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ნიკა ნინუა სათადარიგო სკამზე დარჩა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები