შენგელია დაბრუნდა - 7 ქულა და ცსკა-ს მარცხი
Aa
Aa

შენგელია დაბრუნდა - 7 ქულა და ცსკა-ს მარცხი

VTB ლიგის მეხუთე ტურში მოსკოვის ცკსა კალევ/კრამო-ს დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 67:56 დასრულდა. კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ პარკეტს საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დაუბრუნდა.

შენგელიამ პარკეტზე 24 წუთი და 8 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 7 ქულას, 5 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველმა კალათბურთელმა მოწინააღმდეგეს შესანიშნავად „დაუფარა“. VTB ლიგის „ფეისბუკ“ გვერდი კი ამ მომენტს ასე ეხმარეუბა:

„თოკომოტივი დაბრუნდა“!

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ტრავმა 12 ოქტომბერს მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს 2 თვე უნდა გამოეტოვებინა, თუმცა ექიმების ბრწყინვალე მუშაობის შედეგად „თოკომოტივი“ პარკეტს ნაადრევად დაუბრუნდა.

ცნობისთვის, ტრავმის მიღებამდე შენგელია ბრწყინვალე იყო და ევროლიგაზე, „ზენიტთან“ გამართულ შეხვედრაში 33 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თოკო ევროლიგის ტურის MVP-დ დაასახელეს და მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები