იორიკირი - ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება აკი ბაშოზე
Aa
Aa

იორიკირი - ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება აკი ბაშოზე

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“„აკი ბაშოს'' მეცხრე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-15 მაეგაშირა ჩიონოს დაუპირისპირდა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე იოლად დაამარცხა. ტოჩინოშინმა ჩიონო დოჰიოდან გადაიყვანა და იორიკირის ილეთით იმარჯვა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, დღევანდელ დაპირისპირებამდე ტოჩინოშინი იაპონელ რიკიშს მხოლოდ ერთხელ შეხვდა,რომელშიც ქართველმა სუმოისტმა წააგო.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული 9 ბრძოლის შემდეგ ტოჩის უარყოფითი ბალანსი აქვს, ქართველ გიგანტს 3 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა.

''აკი ბაშოს'' მეათე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტობიზარუ იქნება. ლევან გორგაძეს ხვალინდელ მეტოქესთან ურთიერთ შეხვედრების ბალანსი (0-2) უარყოფითი აქვს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები