კარაგერი:
Aa
Aa

კარაგერი: "რონალდუ იუნაიტედს ტიტულის მომგებ გუნდად ვერ გადააქცევს"

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს, რონალდუს „იუნაიტედში“ დაბრუნებაზე და გუნდის მიმართ მის გავლენაზე ისაუბრა.

„რონალდუს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნების შემდგომი ეიფორია გასაგებია, მაგრამ ის სულშერს იმდენ პრობლემას შეუქმნის, რამდენსაც მოაგვარებს. შესაძლოა კრიშტიანუ პრემიერ ლიგისთვის უკეთესი ტრანსფერი იყო, ვიდრე იუნაიტედისთვის.

გუნდისთვის ახლა მთავარი კითხვაა: აქცევს თუ არა რონალდუს დაბრუნება მანჩესტერს პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მებრძოლ გუნდად?

საწყისი მატჩებიდან გამომდინარე, მიუხედავას იმისა, რომ მათ 5 თამაშიდან 3 მოიგეს, მე ვიტყოდი რომ არა. რონალდუს უნარი, მარტომ მოიგოს მატჩები, ეს გუნდს ნამდვილად გააძლიერებს, მაგრამ მისი ტრანსფერი იუნაიტედს ტიტულის მომგებ გუნდად ვერ გადააქცევს.

რონალდუ მანჩესტერს ვერ შესძენს იმ სათამაშო სტილს, რომელიც გუნდს ჯერ კიდევ აკლია“.

- ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Telegraph-ი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები