პსჟ მბაპეს შემცვლელად ჰოლანდს განიხილავს
Aa
Aa

პსჟ მბაპეს შემცვლელად ჰოლანდს განიხილავს

კილიან მბაპე „რეალს“ უახლოვდება და ტრანსფერი დღითიდღე სულ უფრო რეალური ხდება. ამ ყველაფრის ფონზე პსჟ ახალი ფორვარდის შეძენაზე ფიქრობს.

The Telegraph-ის ცნობით, პარიზელებმა მბაპეს შემცვლელად ერლინგ ჰოლანდი შეარჩიეს და როგორც წყარო წერს, ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ნორვეგიელი ამ ზაფხულსვე გაიფორმონ.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, პსჟ-ს წარმომადგენლები ჰოლანდის აგენტს მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდნენ.

თავის მხრივ, „დორტმუნდი“ პოზიციის დაცვას მტკიცედ ცდილობს და ამ ზაფხულს ჰოლანდის დაკარგვა არ უნდა. როგორც ცნობილია, 2022 წელს ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხა 75-დან 90 მილიონ ევრომდე მცირდება.

Telegraph-ი წერს, რომ „დორტმუნდის“ დირექტორი მიხაელ ცორკი მზადაა ჰოლანდის სანაცვლოდ შემოთავაზებები განიხილოს, თუმცა საუბარია „გიჟურ“ წინადადებაზე, რომელიც დაახლოებით ორას მილიონამდე მერყეობს.

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-ს მბაპეს სანაცვლოდ „რეალისგან“ ამ მომენტისთვის 180 მილიონიანი შეთავაზება აქვს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები