სიტი გამოირიცხა - რონალდუს გადაბირების მთავარი ფავორიტი იუნაიტედია
Aa
Aa

სიტი გამოირიცხა - რონალდუს გადაბირების მთავარი ფავორიტი იუნაიტედია

კრიშტიანუ რონალდუს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ახალი და საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. პორტუგალიელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა.

იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ, რომელსაც რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში ძალიან მალე მიიღებს. „ოლდ ტრაფორდელები“ დარწმუნებული არიან, რომ წარმატებას მიაღწევენ და მათი მთავარი კონკურენტი, „მანჩესტერ სიტი“ კრიშტიანუსთვის ბრძოლას გამოეთიშა.

რომანოს მიხედვით, რონალდუმ თავის აგენტს შეატყობინა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის წინააღმდეგ არაა. „წითელი ეშმაკები“ პორტუგალიელ ფეხბურთელთან 2023 წლამდე გაწერილ ხელშეკრულებაზე მსჯელობენ და კონტრაქტს უახლოეს საათებში გაუგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ბებერ ქალბატონს“ ტოვებს. ალეგრის თქმით, რონალდუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მან „იუვეს“ რიგებში ბოლოჯერ ითამაშა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები