Aa
Aa

"ეს ტიტული ჰანსი ფლიკმა დაიმსახურა" - ნაგელსმანი დორტმუნდთან მატჩის შემდეგ

გერმანიის სუპერ თასზე ერთმანეთს „დორტმუნდის ბორუსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდნენ. „რეკორდმაისტერმა“ მეტოქე 3:1 დაამარცხა და ისტორიაში მე-9 სუპერ თასს დაეუფლა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ასევე, პირველი საკლუბო ტიტული მოიპოვა იულიან ნაგელსმანმა, რომელმაც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ნაგელსმანმა?

„ვფიქრობ, თავს კარგად ვიცავდით. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. დიდებულად და აგრესიულად ვთამაშობდით. სამი ძალიან რეალური მომენტი გვქონდა. ბიჭებმა გამარჯვება დაიმსახურეს.

გასაკვირი არ იყო, რომ „დორტმუნდმა“ მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა. ამის გამო რიგ ეპიზოდებში დაცვაში ვთამაშობდით და არა შეტევაში. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მთლიანად დამსახურებული იყო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტიტული გასული სეზონის ტიტულად ჩაითვალოს. ეს არის თასი, რომელიც ჰანსი ფლიკმა და გუნდმა დაიმსახურა.“

პირველ ტაიმში ორივე გუნდი აქტიურობდა და მომენტები მრავლად იყო. მარკო როისს შესანიშნავი შანსი ჰქონდა ანგარიშის გახსნის, თუმცა მანუელ ნოიერმა აჯობა. პირველი გოლი შეხვედრის 41-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

მეორე ტაიმში „ბაიერნი“ კვლავ გააქტიურდა და 50-ე წუთზე მიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. როზეს ბიჭები მარცხს არ ეგუებოდნენ და გუნდის კაპიტანმა მარკო როისმა 64-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

ნაგელსმანი პირველი ტიტულის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა და გუნდს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამან შედეგი გამოიღო და „რეკორდმაისტერმა“ მესამეც გაიტანა. გოლის ავტორი ამჯერადაც პოლონელი თავდამსხმელი იყო. რობერტმა ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები