დორტმუნდი დამარცხებულია - ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
Aa
Aa

დორტმუნდი დამარცხებულია - ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო

დასრულდა 2021 წლის გერმანიის სუპერ თასის ფინალი „დორტმუნდსა“ და „ბაიერნს“ შორის. „რეკორდმაისტერმა“ მეტოქე 3:1 დაამარცხა. გერმანულმა გრანდმა ხსენებული ჯილდო ისტორიაში მეცხრედ მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი აქტიურობდა და მომენტები მრავლად იყო. მარკო როისს შესანიშნავი შანსი ჰქონდა ანგარიშის გახსნის, თუმცა მანუელ ნოიერმა აჯობა. პირველი გოლი შეხვედრის 41-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

მეორე ტაიმში „ბაიერნი“ კვლავ გააქტიურდა და 50-ე წუთზე მიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. როზეს ბიჭები მარცხს არ ეგუებოდნენ და გუნდის კაპიტანმა მარკო როისმა 64-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

ნაგელსმანი პირველი ტიტულის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა და გუნდს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამან შედეგი გამოიღო და „რეკორდმაისტერმა“ მესამეც გაიტანა. გოლის ავტორი ამჯერადაც პოლონელი თავდამსხმელი იყო. რობერტმა ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა.

მაშ ასე, იულიან ნაგელსმანმა „ბაიერნთან“ ერთად პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო და პირველ ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ 34 წლის სპეციალისტისთვის კარიერაში ეს პირველი საკლუბო ტიტულია, თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ აღიარებებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები