დორტმუნდის მწვრთნელი:
Aa
Aa

დორტმუნდის მწვრთნელი: "როისმა ტაქტიკა მირჩია, რომელმაც გაამართლა"

ბუნდესლიგის პირველ ტურში „დორტმუნდის ბორუსია“ საკუთარ კედლებში ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა. გამორჩეული იყო ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც დუბლი შეასრულა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერთ-ერთი პასი კი გუნდის კაპიტანს მარკო როუსს გაუკეთა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ, მარკო როისთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა.

რა თქვა როზემ?

„თამაშის დაწყების წინ როისი ჩემთან მოვიდა და რჩევა მომცა. მან მითხრა, რომ 4-2-3-1 ტაქტიკით უნდა გვეთამაშა, რადგან „აინტრახტი“ 4-1-4-1 სისტემით თამაშობდა და მარკოს ტაქტიკა იდეალურად ერგებოდა მოწინააღმდეგისას. მე თავთანხმდი. როდესაც კაპიტანი ასეთ რამეს გეუბნება, ყოველთვის უნდა მოუსმინო. ასეთი მიდგომა მომწონს. როისს უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვს.“

როისი „დორტმუნდში“

გერმანელი გარემარბი „ბორუსიაში“ 2012 წლიდან თამაშობს. როისს არაერთხელ მიუღია სხვა გუნდისგან შემოთავაზება, მაგრამ კლუბის დატოვება არასდროს უფიქრია. დღემდე მარკომ „დორტმუნდის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 317-ჯერ მოირგო, 141 გოლი გაიტანა და 98 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები