კაიაკი პრეზერვატივით შეაკეთა და შემდეგ ოლიმპიადაზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები აიღო
Aa
Aa

კაიაკი პრეზერვატივით შეაკეთა და შემდეგ ოლიმპიადაზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები აიღო

ავსტრალიელმა ნიჩბოსანმა, ჯესიკა ფოქსმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა და წარმატებას პრეზერვატივს უნდა უმადლოდეს. ტოკიო 2020-ზე გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მის კაიაკის შეკეთება დასჭირდა და ფოქსის წარმომადგენლებმა მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს.

„სანაძლეოს ჩამოვალ ალბათ, არ იცოდით, რომ შეიძლებოდა პრეზერვატივები კაიაკის შესაკეთებლად გამოგეყენებინათ“, - მიმართავს ფოქსი ქომაგებს.

ავსტრალიელი წლებია ერთ-ერთი საუკეთესო ნიჩბოსანია და მასზე დიდი ავანსები იყო გაცემული. ფოქსმა გულშემატკივრებს გული არ დასწყვიტა და ოლიმპიური თამაშების ნანატრი ოქროს მედალი დამაჯერებლად დაისაკუთრა.

სხვათა შორის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიურ სოფელში უსაფრთხო ინტიმურ კავშირს ხელს უწყობს და სპორტსმენებს 150 000 პრეზერვატივი დაურიგა, მაგრამ საყოველთაო ყურადღება მხოლოდ ერთმა მათგანმა მიიქცია.

ცხელი ამბები