ჰოლანდიდან ლუკაკუზე - ჩელსი ინტერს დაუკავშირდა
Aa
Aa

ჰოლანდიდან ლუკაკუზე - ჩელსი ინტერს დაუკავშირდა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere della Sera ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს და რომელუ ლუკაკუს ლონდონის „ჩელსიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გვაუწყებს. გუშინ ვწერდით, რომ ბელგიელი „ინტერში“ თავს კარგად გრძნობდა და მისი გაყიდვა არც კლუბს სურდა, თუმცა ვითარება შეიცვალა.

Corriere della Sera იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა და გვატყობინებს, რომ „ჩელსიმ“ „ნერაძურის“ შეთავაზება გაუკეთა. „არისტოკრატები“ მზად არიან, ლუკაკუს სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ეს ოფიციალური წინადადება არ ყოფილა.

Corriere della Sera-ს მიხედვით, „ინტერს“ ერთ-ერთი ლიდერის გასხვისება არ სურს, მაგრამ დიდი შანსია გადაწყვეტილება შეცვალოს. ლონდონელების მიერ შეთავაზებული 100 მილიონი ევრო მხოლოდ პირველადი წინადადებაა და „ლურჯები“ მზად არიან, 138 მილიონ ევრომდე ავიდნენ, რაზეც არც თუ ისე სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ „ნერაძურის“ უარის თქმა გაუჭირდება.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. იტალიური გაზეთი წერს, რომ რომან აბრამოვიჩის შვილი მილანში იმყოფება და „ინტერთან“ მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს. როგორც ჩანს, „ჩელსი“ ჰოლანდიდან ლუკაკუზე გადაერთო და უახლოეს პერიოდში „არისტოკრატები“ „ინტერს“ ოფიციალურ წინადადებასაც გაუკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები