„ეს თუ ჭკვიანი იყოს
Aa
Aa

„ეს თუ ჭკვიანი იყოს" - ტალახაძემ ბექაურს ჩემპიონობა მიულოცა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.  ქართველმა ძიუდოისტმა, 90-კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში, გერმანელი ედუარდ ტრიპელი, ვაზარით დაამარცხა.

მიმდინარე ტოკიო 2020-ზე ეს მედალი 21 წლის ბექაურისა და  საქართველოს დელეგაციისთვის, პირველი ოქროს მედალია.

ტრიუმფის შემდეგ, ლაშა ბექაურის წარმატებას ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი  ლაშა ტალახაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა, რომელიც ასევე ტოკიოშია. მისი გამოსვლა 4 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

ამ ეტაპზე, საქართველოს ანგარიშზე კიდევ 2 მედალია  (სულ 3), რომელიც ძიუდოისტებმა, ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დააიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარით დაჯილდოვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები