ბასილაშვილმა მემფისის ტურნირი იოლი გამარჯვებით დაიწყო
მსოფლიოს 67-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მემფისის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა 22 წლის ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი ძალიან ადვილად, 6:3 6:0 დაამარცხა და მასთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1 გახადა.
1/8 ფინალში ნიკოლოზის მეტოქე, გიგანტი ხორვატი ივო კარლოვიჩი იქნება.