„ქართველების მოლოდინი წნეხს იწვევს
Aa
Aa

„ქართველების მოლოდინი წნეხს იწვევს" - სანიოლი კვარაცხელიაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, საქართველოს პირველი არხის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს. ჩვენი გუნდის ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქართველების მოლოდინები მასზე ზედმეტ წნეხს იწვევს.

ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

არ მსურს ხვიჩასთვის რჩევის მიცემა, რადგან ეს მისი კარიერა და გადაწყვეტილებაა. შეიძლება  20 წლისაა, მაგრამ საკმაოდ დაღვინებულია იმისთვის, სწორი გადაწყეტილება მიიღოს.

ვფიქრობ, ამის მოსმენა გულშემატკივარს არ გაუხარდება, მაგრამ ვიტყვი, რომ ქართველების მოლოდინები მასზე ზედმეტ წნეხს იწვევს. ქართული კარგად არ ვიცი, მაგრამ ხშირად მესმის ხვიჩას სახელი ტელევიზიასა თუ რადიოში.

ახლა ხვიჩას გადაწყვეტილების მისაღებად მეტი სიმშვიდე სჭირდება.

რაც შეეხება მის სათამაშო დონეს, კვარაცხელიას დღეს უკვე აქვს პოტენციალი ნებისმიერ გუნდში ითამაშოს, მაგრამ მანამდე გუნდთან და მწვრთნელთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ჯერ 20 წლისაა და განვითარებისთვის ბევრი მუშაობა სჭირდება. ყაზანში გაუმართლა, რომ ისეთ სპეციალისტთან მუშაობდა, როგორიც სლუცკია. მგონია, რომ ქართველი ხალხი მისი მადლიერი უნდა იყოს. ხვიჩას ახალი მწვრთნელიც სწორედ ასეთი უნდა იყოს: მასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდეს და თავდაჯერება შემატოს".

საქართველოს ეროვნული ნაკრებს ივნისში, რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ 2 ამხანაგური მატჩი ჰქონდა ჩანიშნული. მომავალი შეხვედრების წინ გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ და სრული დატვირთვებისთვის მზად არ იყო, რის გამოც, თავდაპირველად, ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ხვიჩა ივნისის ამხანაგურ მატჩებში არ ითამაშებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მის სამომავლო, საკლუბო გეგმებსაც უკავშირდება. მოგეხსენებათ, როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში, კვარაცხელიას სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირდა. 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები