24-ე ტურის საუკეთესო გოლი - რუსეთში ხვიჩას გასროლა გამოარჩიეს
Aa
Aa

24-ე ტურის საუკეთესო გოლი - რუსეთში ხვიჩას გასროლა გამოარჩიეს

რუსეთის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის საუკეთესო გოლის ავტორი „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა. Sportbox.ru-ის ინფორმაციით, ხმის მიცემის შედეგად „კვარამ“ 6.07 ბალი დაიმსახურა და მეორეადგილოსან რიფატ ჟემალედტინოვს 0.09-ით გაუსწრო.

„რუსეთის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის საუკეთესო გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ სოჭის კარში გაიტანა. 71-ე წუთზე სამოშნიკოვის წყალობით რუბინმა მარცხენა ფლანგიდან კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვა. შატოვმა საჯარიმოში ჩაწოდების ნაცვლად, ხვიჩა კვარაცხელიას უპასა, რომელიც არც კი დაფიქრებულა და 25 მეტრიდან ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გაუშვა, გოლკიპერის ნახტომი კი უშედეგი გამოდგა“, - წერს Sportbox.ru.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ საკუთარ კედლებში „სოჭი“ 1:0 დაამარცხა. ლეონიდ სლუცკიმ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია დაასვენა და სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი თამაშში ჩაერთო და 71-ე წუთზე ოლეგ შატოვის პასის შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები