მორიგი მედალი - გოგა ჩხეიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან!
Aa
Aa

მორიგი მედალი - გოგა ჩხეიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან!

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ძალები გიორგი ასანიძის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა მოსინჯა. 67 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა და გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და  134/138/140 დაძლევით მე-4 ადგილზე გავიდა. მეორე მოძრაობაში გოგამ 3-დან 2 ცდა გამოიყენა. ჩხეიძემ ბოლო მისვლაზე გარისკა და 175 კილოგრამი შეუკვეთა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ამ მოძრაობაში მისი მაქსიმუმი 170 კილოგრამი აღმოჩნდა, რაც აკვრაში ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი გახლდათ.

საბოლოოდ, ჩხეიძემ ჯამში 310 კილოგრამი დააგროვა და ორჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა. ორჭიდში ევროპის ჩემპიონი მუჰამედ ოზბეკი გახდა. მეორე ადგილზე მირკო ძანი გავიდა, ხოლო ვალენტინ გენჩევმა მესამე პოზიცია დაიკავა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები