კობიაშვილი ხვიჩაზე: ''მას სკაუტები ადრეც აწუხებდნენ, ის არაჩვეულებრივი იყო''
Aa
Aa

კობიაშვილი ხვიჩაზე: ''მას სკაუტები ადრეც აწუხებდნენ, ის არაჩვეულებრივი იყო''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ''ტაიმაუტი'' ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ''შალკეს'' ექს-ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში 20 წლის ტალანტი კარიერას უფრო მაღალი დონის კლუბში გააგრძელებს.

ლევან კობიაშვილი: ''ხვიჩას სკაუტები ამ თამაშებამდეც აწუხებდნენ, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს გვიხარია. გაგვიხარდება რაც უფრო მაღალი დონის კლუბში იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ამ თამაშებში არაჩვეულებრივი იყო და ამას ვფიქრობ ზოგადად გუნდზე. თითოეულ ქართველ ფეხბურთელს ვქომაგომ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მათ უფრო მაღალი დონის კლუბებში ვიხილავთ''.

კობიაშვილმა ანანიძის შესახებ ისაუბრა: ''ჩვენ ნაკრებში ნებისმიერი ფეხბურთელის დაბრუნება გაგვიხარდება. ცხადია, რომ ეს მოთამაშეების მიზანიც არის და ეს მათზეა დამოკიდებული. უპირველესად ჯანოს ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რომ რომელიმე ფეხბურთელზე უარი ვთქვათ და არც არასდროს ვიტყვით. ნაკრებში დაბრუნება თითოეულ მოთამაშეზეა დამოკიდებული''.

შეგახსენებთ, ''რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. საიმანოვმა business-gazeta.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტის მიერ დასმული რამდენიმე შეკითხვა ქართველ ფეხბურთელს ეხებოდა.

„როგორ აპირებთ მის გუნდში დატოვებას? ახალი კონტრაქტის შეთავაზებით“?

„რატომაც არა?! მას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს და ეს მიღებული პრაქტიკაა. ახლახან კონტრაქტი სტარფელტთან გავახანგრძლივეთ. შარშან იგივე ურემოვიჩთან გავაკეთეთ და ეს საფეხბურთო ბიზნესის ნაწილია. თუ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, ეს ჩემთვის ნიშანი იქნება, რომ მას არ სურს, საკუთარი მომავალი ჩვენს კლუბს დაუკავშიროს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები