რუმენიგე:
Aa
Aa

რუმენიგე: "ჰოლანდი არ გვჭირდება, ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს!"

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობს, რომ "რეკოდმაისტერს" სანამ რობერტ ლევანდოვსკი ჰყავს, ერლინგ ჰოლანდი არ ჭირდება!

გერმანული გრანდი მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნორვეგიელი თავდამსხმელის შეძენას არ შეეცდება. რუმენიგეს თქმით, სანამ "ბაიერნში" ლევანდოვსკი ირიცხება სხვა ფორვარდის მოყვანა არ განიხილება.

დროის გასვლასთან ერთად ერლინგ ჰოლანდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი ხდება. 2020 წლის იანვრის შემდეგ 20 წლის შემტევი ბუნდესლიგაში საოცარ ფეხბურთს თამაშობს. რუმენიგე იმასაც ამბობს, რომ ვერ ხვდება საიდან გაჩნდა საუბრები ჰოლანდის ყიდვასთან დაკავშირებით.

რა თქვა რუმენიგემ?

"არ ვიცი საიდან მოდის ჭორები ერლინგ ჰოლანდის ყიდვასთან დაკავშირებით. მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - თავდამსხმელის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. ეს რობერტ ლევანდოვსკია და მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს."

ვის უნდა ჰოლანდის ყიდვა ზაფხულში?

ნორვეგიელ თავდამსხმელს ყველა სახელოვან კლუბს უკავშირებენ. მათ შორის "მანჩესტერ სიტის". ცნობილია, რომ პეპ გუარდიოლას გუნდს ზაფხულში სერხიო აგუერო დატოვებს და მის შემცვლელად შეიხებს ერლინგ ჰოლანდი ესახებათ. აღსანიშნავია, რომ "ქალაქელებში" 2000 წლიდან 2003 წლის ჩათვლით ერლინგის მამა ალფ ინგე ჰოლანდი თამაშობდა.

20 წლის გოლეადორით "რეალი", "ბარსელონა", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებიან. 

ჰოლანდი VS ლევანდოვსკი

მსოფლიოში ორი საუკეთესო თავდამსხმელი ბუნდესლიგაში თამაშობს. ერლინგი "დორტმუნდის" ლიდერია, ხოლო რობერტი "ბაიერნის".

მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში ჰოლანდმა 21 გოლი გაიტანა, რაც შესანიშნავი შედეგია, თუმცა პოლონელი შემტევი სულ სხვა დონეზე იმყოფება. ლევანდოვსკის 26 ტურის შემდეგ 35 გოლი აქვს გატანილი. 

ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება შეხვდნენ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნი" "პარი სენ ჟერმენს" ხვდება. "დორტმუნდის ბორუსია" კი "მანჩესტერ სიტის". წილისყრის შემდეგ დადგინდა, რომ ამ ორ წყვილიდან გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან და შესაძლოა ნახევარფინალში ეს ორი საოცარი თავდამსხმელი ერთმანეთს შეერკინოს. 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 6-7 პარილს გაიმართება, მეორე კი 13-14 აპრილით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები