თბილისის გრანდ სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ხვალიდან თბილისი ძიუდოს მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გრან სლემი საქართველოში პირველად ტარდება და თბილისში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით ტურნირზე საქართველო 32 (25 ვაჟი და 7 გოგონა) ძიუდოისტით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამს მზია ბებოშვილი უბრუნდება.

ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 10 ქართველი გამოვა. 

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ყაზახ ტოკტარ უმუტალიევს შეხვდება, ლაშა ჩადუნელი მონღოლ უნუბოლდ ლხაგვაჯამატს დაუპირისპირდება,ხოლო შაქარო შათირშვილი ძალებს მაროკოელ ისაამ ბასუსთან მოსინჯავს.

66 კილოში ვაჟა მარგველაშვილი ყატარელ ძიუდოისტს აიუბ ელდრისის შეხვდება, ბაგრატ ნინიაშვილის მეტოქე პერუელი ხუან პოსტიგოსი იქნება, ხოლო ბექა წიფიანი ებრაელ ამირ დანტეს დაუპირისპირდება.

გოგონათა თანრიგის 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მზია ბებოშვილი ბრაზილიელ ლარისა პიმენტას შეხვდება, მარიამ ჯანაშვილი იტალიელ ოდეტე გიფრიდას, ხოლო ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი შვეიცარიელ ფაბიენე კოხერს შეერკინება.

57 კილოში კი ქართული ქალთა ძიუდოს ლიდერი ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს, რომლის მეტოქეც ბრიტანელი ასელი ტოპრაკი იქნება.

ცნობილი იყო, რომ ხსენებულ ღონისძიებას მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დაესწრებოდა, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რამდენიმე დელეგაციაში აღმოჩენილი კორონავირუსის ფაქტების გამო ეს გადაწყვეტულება გააუქმა. ბილეთების გაყიდვაც დაწყებული იყო, თუმცა ყველაფერი შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები