ჯაილსის მწვავე დარტყმები - დოლიძე მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
Aa
Aa

ჯაილსის მწვავე დარტყმები - დოლიძე მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

UFC-ში ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ რიგით მესამე ბრძოლა გამართა და პირველად დამარცხდა.

2021 წლის პირველ შეხვედრაში დოლიძის მეტოქე ამერიკელი ტრევინ ჯაილსი იყო. პირველ რაუნდში დოლიძემ არაერთი კარგი დარტყმა განახორციელა, რამაც მეტოქის პარტერში გადაყვანა განაპირობდა და პირველი რაუნდის დასკვნითი 1 წუთი ქართველის სრული კონტროლით მიმდინარეობდა.

მეორე რაუნდში, როცა ორივე მებრძოლი პარტერში აღმოჩნდა, ამერიკელმა რამდენიმე ძლიერი დარტყმა შეასრულა და უდიდესი ალბათობით ეს დარტყმები გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. მესამე რაუნდში დოლიძე აქტიურობდა, თუმცა ჯაილსის დარტყმები გაცილებით უფრო მწვავე იყო. მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვება ამერიკელს დარჩა და ახალ წონაში დოლიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომან დოლიძე წარსულში ნახევრადმძიმე წონაში გამოდიოდა, თუმცა წონა შეიცვალა, მან ამჯერად საშუალო წონაში იასპარეზა.

ჯაილსთან შეხვედრამდე დოლიძეს UFC-ში ორი შეხვედრა ჰქონდა გამართული, სადებიუტო გამოსვლაში რუს ხადის იბრაგიმოვს სძლია და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, ვინც UFC-ში ნოკაუტით გაიმარჯვა. მეორე ბრძოლაში დოლიძემ ბრაზილიელი ჯონ ალანი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები