მესამასე გოლი კარიერაში - ლუკაკუ საკუთარ ისტორიას წერს
Aa
Aa

მესამასე გოლი კარიერაში - ლუკაკუ საკუთარ ისტორიას წერს

სერია ა-ს მორიგ ტურში "ინტერმა" "ლაციოს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მატჩში დუბლის შესრულება ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შეძლო. მეორე გატანილი გოლით კი საკუთარი ისტორია დაწერა.

27 წლის შემტევს კარიერაში 300 ოფიციალური გოლი დაუგროვდა. იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო დონე. 300 გოლიდან 57 ეროვნულ ნაკრებზე მოდის. 41-ჯერ "ანდერლეხტის" მეტოქეები დაამწუხრა, 17-ჯერ "ვესტ ბრომვიჩის" გულშემატკივრები გაახარა. ბელგიელმა 42 გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გაიტანა, ხოლო მის ამჟამინდელ კლუბში 56-ჯერ გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" ამ გამარჯვებით სერია ა-ს ლიდერობა მოიპოვა. 22 ტურის შემდეგ "ნერაძურის" 50 ქულა აქვს და თანაქალაქელ "მილანს" 2 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, სერია ა-ს მორიგ ტურში გულშემატკივრები "დერბი დელა მადონინას" იხილავენ. მატჩი 21 თებერვალს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები