MARCA: კურტუა ახალი ჩილავერტია? ბელგიელი ჯარიმებს კარგად ასრულებს
Aa
Aa

MARCA: კურტუა ახალი ჩილავერტია? ბელგიელი ჯარიმებს კარგად ასრულებს

ესპანურმა გამოცემამ MARCA-მ გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: "კურტუა ახალი ჩილავერტია? მადრიდში ჯარიმებს ის დაარტყამს?"

საქმე იმაში გახლავთ, რომ ბელგიელი კიპერი მატჩისწინა ვარჯიშზე ჯარიმებს ასრულებდა და ეს ძალიან კარგად გამოუვიდა. მისი დარტყმები ძლიერი და ეფექტური იყო. სწორედ ამან მიიქცია MARCA-ს ყურადღება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში "სამეფო კლუბში" ჯარიმებს ძირითადად სერხიო რამოსი არტყამს. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ხშირად ჯარიმის ნიშნულიდან ესპანელს გოლი ვერ გააქვს.

ჩილავერტს კი საკუთარი კარიერის განმავლობაში არაერთი ჯარიმა აქვს გატანილი. სიმბოლური იქნება თუ "ბლანკოსში" კურტუას ანდობენ საჯარიმო დარტყმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები