Aa
Aa

"მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა" - კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "ინტერი" სტუმრად მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნერაძურის" თავკაცმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

""ინტერი" კარგიც და ცუდიც ჩემი გუნდია. ბევრ გუნდს ვერ მეტყვით, რომლებიც "რეალთან" სტუმრად ასე თამაშობენ. 2:0-ს ვაგებდით და შესანიშნავი "ქამბექი" შევასრულეთ. დაწინაურებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. მატჩის ბედი რამდენიმე დეტალმა გადაწყვიტა.

მესამე გოლი გავუშვით და ასეთი წაგება ჩემ ბიჭებს არ დაუმსახურებიათ. ვიმეორებ, მატჩის ბედი რამდენიმე დეტალმა გადაწყვიტა.

ჰაკიმის უკან პასამდე ვფიქრობ, რომ მენდიმ მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია. ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასეთ ეპიზოდებს თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

ზიდანმა განაცხადა, რომ ეს თამაში ფინალის ტოლფასი იყო. მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს, იყვნენ კონცენტრირებული და კარგად ჰქონდათ ამ მატჩის მნიშვნელობა გააზრებული.

წინ კიდევ 3 თამაშია და 9 ქულის აღება შეგვიძლია. გუნდმა აჩვენა, რომ ამის გაკეთება შეუძლია. ახლა საჭიროა მომზადება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ" - განაცხადა კონტემ

როგორც უკვე მოგახსენეთ მადრიდელებმა მილანელები 3:2 დაამარცხეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები კარიმ ბენზემამ, სერხიო რამოსმა და როდრიგო გოეშმა გაიტანეს. კონტეს გუნდიდან თავი ლაუტარო მარტინესმა და ივან პერიშიჩმა გამოიჩნეს.

ამჟამად ჯგუფს "გლადბახი" 5 ქულით ლიდერობს. შემდეგ "რეალი" და "შახტარი" 4-4 ქულით მოდიან, ხოლო უკანასკნელ პოზიციას კი "ინტერი" იკავებს  2 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები