Aa
Aa

ხაბიბი: „გეიჯი ღირსეული მეტოქეა, მინდა ბრძოლა ნაადრევად დავასრულო"

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯისთან გასამართი შერკინების შესახებ ისაუბრა. „არწივი“ საკუთარ თავში დარწმუნებულია და განაცხადა, რომ ოქტაგონზე გასასვლელად მზად გახლავთ.

„გეიჯისთან ბრძოლისთვის ყველაზე რთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარე. ვთვლი, რომ რაც უფრო მეტს შრომობ, მით უფრო ტკბილია გამარჯვება. წარმოდგენა არ მაქვს ბრძოლა რა სცენარით წარიმართება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მეტოქეს თავს საკუთარი სტილი მოვახვიო. თუ ეს პირველ ცდაზე არ გამომივა, არ დავნებდები და 25 წუთის განმავლობაში მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებ.

თუ საჭირო იქნება, გეიჯის დგომში შევერკინები. ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ და მინდა, ბრძოლა ნაადრევად დავასრულო. სიმართლე გითხრათ, ფერგიუსონთან ჯახში ჯასტინის გამოსვლამ გამაოცა. იგი აკურატულად ჩხუბობდა, არ ჩქარობდა და ცივსისხლიანივით იქცეოდა. გეიჯი ღირსეული მეტოქეა. ტონის რაც შეეხება, მან ჩემთან ბრძოლის შანსი უნდა დაიმსახუროს და ამისთვის ტოპ 5-ის რომელიმე მებრძოლის დამარცხებაა საჭირო.

ჩემთვის სულერთია ჯასტინი რას მოამზადებს. არ მიყვარს ფიქრი იმაზე, თუ მოწინააღმდეგე როგორ იჩხუბებს და ოქტაგონზე ყოფნისას მისი საუკეთესო თვისებები რა არის. მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და გავაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და გეიჯის ჯახი UFC 254-ის ეგიდითაა ჩანიშნული. ეს ღონისძიება 24  ოქტომბერს, აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძულზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები