რაკიტიჩი:
Aa
Aa

რაკიტიჩი: "მესისთან და სუარესთან არასდროს ვმეგობრობდი"

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ლუის სუარესთან და ლიონელ მესისთან ურთიერთდამოკიდებულებაზე საუბრობს. ხორვატი ფეხბურთელის თქმით, სუარესთან და მესისთან ის არასდროს მეგობრობდა.

"24 ფეხბურთელისგან შემდგარ კოლექტივში ყველასთან ვერ იმეგობრებ. ლუისთან და ლიონელთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, ჩვენ უბრალოდ პარტნიორები ვიყავით, მაგრამ მათ უდიდესი პატივს ვცემ.

ისინი გუნდის შეუცვლელი წევრები არიან და საოცარ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემი მეგობრები ანდრეს ინიესტა, ტერ შტეგენი, ბოატენგი და ჯუნიორ ფირპო იყვნენ. კატალონიაში 6 შესანიშნავი წელი გავატარე და თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი. მე ამ კლუბის ისტორიის ნაწილი ვარ", - განაცხადა რაკიტიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ "სევილიაში" დაბრუნდა. ივანი ანდალუზიაში 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით თამაშობდა და ამის შემდეგ გადაბარგდა კატალონიაში. რაკიტიჩმა "ბლაუგრანას" მაისურით 310 შეხვედრა ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები