მესი ახალ პრეზიდენტს დაელოდება და შესაძლოა ბარსელონა აღარ დატოვოს
Aa
Aa

მესი ახალ პრეზიდენტს დაელოდება და შესაძლოა ბარსელონა აღარ დატოვოს

მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ Goal-თან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და კლუბში დარჩენა დაადასტურა, კატალონიელთა რიგებში სიტუაცია ცოტათი დამშვიდდა და კლუბი ტრანსფერებზე გადაერთო.

როგორც ვნახეთ, მესიმ ბართომეუ პირდაპირ გააკრიტიკა და მის მუშაობას კატასტროფული უწოდა. ლეოს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უსრულდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსას“ დატოვება შეეძლება, თუმცა ესპანური Sport-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელმაც შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს.

ესპანური გამოცემა წერს, რომ მესი კლუბში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდება, რომელიც მარტში უნდა ჩატარდეს. შესაძლოა ბართომეუ იქამდეც გადააყენონ, თუმცა სეზონის დასრულებამდე კლუბს ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მმართველი ეყოლება.

მესი მოიცდის, ახლად არჩეულ პრეზიდენტისა და მისი გეგმების შესახებ მოისმენს და შესაძლოა კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩენის გადაწყვეტილება კვლავ მიიღოს. ყველაფერი ახალ გეგმაზე იქნება დამოკიდებული.

Sport-ი ასევე წერს, რომ ლეო იანვრიდან სხვა კლუბებიდან წინადადებებს მიიღებს და მათ განიხილავს. საბოლოოდ, ყველაფერი ახალ პრეზიდენტთან საუბრით დასრულდება, რის შემდეგაც მესი გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ მომენტისთვის „ბლაუგრანას“ პრეზიდენტობის 2 კანდიდატი განსაკუთრებით აქტიურობს - ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი.

ორივე მათგანი ამბობს, რომ ახალ მთავარ მწვრთნელს მიიყვანენ და შემადგენლობას გააძლიერებენ. სავარაუდოდ, „ბარსას“ ახალი თავკაცი ჩავი გახდება, თუ რა თქმა უნდა იქამდე რონალდ კუმანმა სასწაული არ ჩაიდინა და გუნდს ტიტულები არ მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ კუმანის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც კლუბის ახალ პრეზიდენტს აქვს უფლება, იგი 1 წლიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები