Aa
Aa

მორიგი გულის შეტევა - ბლინდი შუა თამაშისას მოედანზე ჩაიკეცა

ამსტერდამის „აიაქსის“ ვარსკვლავ დალეი ბლინდს გულის პრობლემებმა თავი კიდევ ერთხელ შეახსენა და გუშინ „ჰერტასთან“ გამართული მატჩისას მოედანზე დაეცა.

ბლინდმა შეხვედრის 79-ე წუთზე გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და სპეციალური გამოკვლევა ჩაუტარდა. „აიაქსის“ თავკაც ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით, 30 წლის ნიდერლანდელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და უახლოეს საათებში უკვე სრული გამოკვლევა ჩაუტარდება.

ბლინდს გულზე პრობლემები პირველად გასული წლის დეკემბერში გამოუვლინდა, როცა „ვალენსიასთან“ შეხვედრისას ასევე მოედანზე დაეცა და საავადმყოფოში მოხვდა. გამოცდილ ფეხბურთელს გულის კუნთის დაავადება დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს. მას გულის არეში კარდიოლოგიური დეფიბრილატორი ჩაუსვეს.

დალეი ბლინდი მშობლიურ კლუბ „აიაქსში“ 2018 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაბრუნდა. მას ნიდერლანდების ნაკრებში 68 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები