Aa
Aa

კავანი არ გამოვიდა - ბენფიკა კოშტას კანდიდატურაზე გადაერთო

ედინსონ კავანის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ლისაბონის „ბენფიკა“ დიეგო კოშტას კანდიდატურაზე გადაერთო.

გამოცემა A Bola-ს მტკიცებით, კოშტა „არწივების“ სიაში ამჟამად მოწინავე პოზიციებზეა და ტრანსფერის ალბათობა არც ისე დაბალი უნდა იყოს.

საქმე ისაა, რომ თუკი კავანი „ატლეტიკოში“ გადავა, რისი შანსიც ასევე არსებობს, მადრიდელები კოშტას წასვლაში ხელს აღარ შეუშლიან, მის აგენტ ჟორჟე მენდეშს კი „ბენფიკასთან“ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

ლისაბონელთათვის შემაფერხებელი ფაქტორი არც სატრანსფერო თანხა უნდა იყოს, რადგან კოშტას „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უსრულდება და მისი ტრანსფერი ახლა დაახლოებით 10-12 მილიონ ევროდ ფასდება.

პორტუგალიური მხარე „ატლეტიკოს“ კოშტას ტრანსფერზე უახლოეს პერიოდში დაუკავშირდება, იქამდე კი იმავე A Bola-ს თქმით, გუნდი სათადარიგო ვარიანტად „ჩელსის“ ფორვარდ მიში ბატშუაის მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები